დავაკვირდით და დროა, საქართველოში სახლი ერქვას რაღაც ისეთს, აქამდე რომ არავის უნახავს. დროა, ადამიანებს შევთავაზოთ რაღაც სხვა!
ვამბობთ და ვაკეთებთ.
ონორე დე ბალზაკის აზრით, „არქიტექტურა გემოვნების გამომსახველია“. ჩვენ მას ვეთანხმებით. მეტიც, მიგვაჩნია, რომ არქიტექტურა გამოსახავს ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებასაც. ზიონი ორანჟერეა ჩვენი პირველი პროექტია - საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში. 7 სართული, გამწვანებული ეზო, სავარჯიშო დარბაზი, აუზი, სპა-ცენტრი, მიწისქვეშა პარკინგი... ეს ყოველივე გაშენდება მშვიდ და ბუნებაში ჩაფლულ ადგილზე. ზიონი ორანჟერეა ნამდვილად იქნება ჩვენი გემოვნების გამომსახველი, რადგან მასში ძველი თბილისის ხასიათი და თანამედროვე არქიტექტურა აქამდე არნახულ სინთეზში გაერთიანდება. ბინები პრე-რემონტის კონდიციით ბარდება თითოეულ აპარტამენტს საკუთარი ორანჟერეა დაამშვენებს, რაც სიმყუდროვის შეგრძნებას და ამაღლებულ განწყობას გაუჩენს ადამიანებს.
კრწანისი თბილისისთვის მართლაც ისტორიული ადგილია. ეს ქალაქის ისეთი ცენტრია, რომელიც ამასთან ძალიან ახლოს არის ბუნებასთან, რაც სახლს ავსებს შთაგონებითა და ენერგიით. კომპლექსთან ახლოს მდებარეობს სასწავლო დაწესებულებები; სავაჭრო, თუ კვების ობიექტები. ასევე, ლოკაცია მოსახერხებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც.