გეგმარების ახალი კონცეფცია - სულ სხვა სივრცე თქვენს ბინაში
თანამედროვე ცხოვრების სტილმა სახლის ფუნქცია ძირეულად შეცვალა. დღეს ბინა არა მხოლოდ დასვენებისა და სიმშვიდის ადგილი, არამედ თვითგამოხატვის საშუალებაა, სადაც იბადება იდეები, ისახება პროფესიული მიზნები და ხდება პიროვნული განვითარება. სწორედ ამ რეალობის საპასუხოდ მომხმარებელს გეგმარების ახალ კონცეფციას ვთავაზობთ. კრწანისის დიპლომატიურ უბანში მიმდინარე პროექტის „ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ კონკრეტული რაოდენობის ბინებში ჩნდება თავისუფალი სივრცე, რომლის დანიშნულებაც წინასწარ არ არის განსაზღვრული და ფუნქციას მობინადრის ინტერესების შესაბამისად იძენს. „სულ სხვა სივრცე“ შეიძლება გახდეს სამუშაო ოთახი, შემოქმედებითი სტუდია, ბიბლიოთეკა ან უბრალოდ ადგილი ინსპირაციისთვის.

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმი და საჭიროებები ფუნდამენტურად შეცვლილია. მათ სჭირდებათ სივრცე, სადაც საყვარელ საქმესთან და იდეებთან განმარტოვდებიან. „ზიონის“ არქიტექტურულად გააზრებული გადაწყვეტა მომხმარებელს სწორედ ამ საჭიროებას უვსებს. ჩვენ შევქმენით ვიტრაჟული, ნათელი და შთამაგონებელი გარემო, სადაც მაცხოვრებელს შეუძლია, მოაწყოს თავისი ინტერესების სამყარო. ასეთი დაგეგმარება პირდაპირ პასუხობს ჰიბრიდული და დისტანციური მუშაობის რეალობას, სადაც დამოუკიდებელი სივრცე არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა.
ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი საცხოვრებელი, რომელიც მისი ცხოვრების წესს სრულად ერგება. კარგად გვესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პირად სივრცეს ბინაში, ამიტომაც გეგმარების მთავარ ღერძად ფუნქციურობა და თანამედროვე ცხოვრების სტილი ვაქციეთ.

„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ 2027 წლის ივნისში დასრულდება. პროექტს ბინების ფუნქციური გეგმარების გარდა ბესხვა პარამეტრიც გამოარჩევს. კომპლექსი დაბალი განაშენიანებითა და ტერასული განლაგებით დედაქალაქის ისტორიულ იერსახეს ინარჩუნებს, თბილისური ეზოს სამეზობლო კულტურასაც აცოცხლებს, თუმცა სრულიად ახალი, პრემიუმ ხარისხის თანამედროვე სტანდარტით. საინჟინრო გადაწყვეტილებები, მათ შორის 3.4 მეტრი ჭერის სიმაღლე ბაზარზე დამკვიდრებულ ნორმებს მნიშვნელოვნად სცდება. ეს მასშტაბურობა გრძელდება საერთო სივრცეებშიც, სადაც კომპლექსის 150 მ2 ფართობის ლობი 7.5 მეტრი ჭერით შთამბეჭდავ გარემოს ქმნის.

პროექტს განსაკუთრებულ ესთეტიკურ ღირებულებას სძენს ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, მატეო ნუნზიატის მიერ შემუშავებული ინტერიერის დიზაინი, რომელიც ექსტერიერთან და საერთო კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია.
განსაკუთრებულია კომპლექსის ლოკაცია და მიკროკლიმატიც, რადგან დედაქალაქში სუფთა ჰაერი სწორედ კრწანისის ხეობის გავლით შემოედინება.
დედაქალაქის დიპლომატიურ უბანში ვქმნით გარემოს, სადაც ყველა დეტალზე წინასწარ არის ნაფიქრი, რათა მაცხოვრებლებს თვითგამოხატვაში ხელი არაფერმა შეუშალოს და სახლში ჰქონდეთ სივრცე საყვარელი საქმისა და შთაგონებისთვის.