Eng

ზიონსა და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

zioni-melikishvili-business-center

დეველოპერული კომპანია „ზიონსა“ და ლიბერთი ბანკს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფირმებული მემორანდუმის ფარგლებში, ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში, მელიქიშვილის გამზირზე, საერთაშორისო სტანდარტების A კლასის ბიზნეს ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 8.5 მლნ ამერიკული დოლარია, საიდანაც ბანკი 6 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ თანამშრომლობით ორი კომპანია, ხელს შეუწყობს დედაქალაქის ურბანულ განვითარებას და ბიზნესისათვის პრემიალური სივრცეების შემნას.

საერთაშორისო სტანდარტების ბიზნეს ცენტრი დედაქალაქის ერთ–ერთ ცენტრალურ გამზირზე, მელიქიშვილის 41-ში განთავსდება. 8 სართულიანი შენობის კონცეფცია არქიტექტურულ სტუდია Dephani-ს ეკუთვნის.

პროექტის გამორჩეული უპირატესობა მისი ინოვაციური ფასადია, – საქართველოს სამშენებლო სექტორში პირველად „ზიონი“ გამოიყენებს ულტრათანამედროვე გამჭირვალე ბეტონის პანელებს, რაც ობიექტს განსაკუთრებულ ესთეტიკას და მსუბუქ ფორმებს შესძენს. ბიზნესცენტრის მშენებლობის პროცესი უკვე დაწყებულია და მისი დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება.

პროექტი მდებარეობს თბილისის ისტორიულ გამზირზე, რომელმაც წლებია მნიშვნელოვანი კომერციული დატვირთვაც შეიძინა. „ზიონის“ ბიზნეს ცენტრი სწორედ ამ დინამიურ გარემოში წამყვან ადგილს დაიკავებს. თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ცენტრი მელიქიშვილზე, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებისთვის ყველაზე მოთხოვნად ბიზნეს ჰაბად ჩამოყალიბდება.