image 58

პრე-რემონტი

ზიონი ორანჟერეაში აპარტამენტები პრე-რემონტის კონდიციაში ბარდება. ეს არის ყველაზე სასიამოვნო ეტაპი, როდესაც მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები მოგვარებულია და რემონტის დაწყებაც უკვე შესაძლებელია.

ზიონის პროფესიონალმა გუნდმა იზრუნა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის:

მშენებლობის მახასიათებლები

  • საცხოვრებელ ფართში ჭერის სიმაღლე არანაკლებ 3.40 მეტრი;

  • ურიგელო რკინა-ბეტონის კონსტრუქცია;

  • შესასვლელში დამონტაჟებული მეტალის კარი, რომელიც უზრუნველყოფს თბოიზოლაციას და მინიმუმ 40 დეციბელამდე ხმის იზოლაციას; კარი აღჭურვილია სმარტ საკეტით;

  • დამონტაჟებული ალუმინის კარ-ფანჯარა სლაიდ მექანიზმით - ენერგოეფექტური პროფილით და დაბალემისიური მინა-პაკეტით;

  • ოთახებს შორის გამყოფი ტიხრები მოწყობილი 10 სმ-იანი ბლოკით, მათ შორის სან. კვანძში;

  • ბინათშორისი და სადარბაზოს გამყოფი კედლები შენდება 15 სმ-იანი ბლოკით, ორივე მხრიდან იფუთება 3 სმ-იანი ქვაბამბის ფენით და ორმაგი თაბაშირ-მუყაოს ფილით, რომელიც უზრუნველყოფს იდეალურ თბო და ხმის იზოლაციას 60 დეციბელამდე. ეს ყოველივე შეესაბამება ევროპულ და  საერთაშორისო სერტიფიცირების სტანდარტს.
    მასალების მომწოდებელი კომპანია - "A
    kukon";

  • წყალ-კანალიზაციის მთავარი ვერტიკალური დგარები;

  • ბუნებრივი აირის მილი მიყვანილი სამზარეულოს განთავსების ადგილამდე;

  • გაზის, ელექტროენერგიის და წყლის გამრიცხველიანება. გათბობა-გაგრილების სისტემისთვის დამონტაჟებული მრიცხველი თითოეული ბინისთვის;

  • ბინაში მიყვანილი კაბელი კვამლის დეტექტორისთვის;

  • გაზის დეტექტორი.

შიდა სივრცე

  • შიდა ტიხრები გალესილი „Giper“-ის გიფსით;

  • სართულებს შორის გამყოფი ფილა თბოიზოლაციით;

  • ყველა ოთახში ელ. წერტილები კორობებით, რომლისთვისაც გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სამმაგი იზოლაციის კაბელები. განათების რევერსული სისტემა, სუსტი დენის კარადა (ნახაზის მიხედვით);

  • ინტერნეტ წერტილები ყველა ოთახში;

  • ინოვაციური ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემა სრული დაქსელვით ყველა ოთახში;

  • დომოფონის სისტემით აღჭურვა.

მწვანე სივრცე

  • აივნები და ტერასები მოპირკეთებული კერამო გრანიტის ფილებით;

  • ორანჟერეასა და აივანზე დამონტაჟებული ლამექსირებული და ნაწრთობი მინის მოაჯირი;

  • აივანზე დამონტაჟებული HPL მასალის მაჩრდილობელი, დასაკეცი მექანიზმით;

  • ფრანგულ აივანზე დამონტაჟებული ალუმინის მოძრავი სლაიდ მექანიზმი;

  • ორანჟერეაში დამონტაჟებული დასაკეცი მინის ტიხარი ჰერმეტული დახურვის მექანიზმით;

  • ორანჟერეაში მიყვანილი წყლის წერტილი სარწყავი სისტემისთვის;

  • საზაფხულო სივრცეებში დამონტაჟებული სადრენაჟე სისტემა, მინიმუმ ერთი როზეტი და ერთი განათების წერტილი.

საერთო სივრცე

  • ფასადის მოპირკეთება ტერაკოტას (ბუნებრივი თიხის) ფილებით;

  • გამწვანებული საერთო სივრცეები;

  • სასეირნო და ველობილიკი;

  • გარე მოსასვენებელი სივრცე - "ორანჟერეა";

  • საბავშვო მოედანი;

  • თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი სავარჯიშო დარბაზი;

  • კეთილმოწყობილი ოთახი შეხვედრებისთვის;

  • კომპლექსის ტერიტორია შემოსაზღვრული ღობით, აღჭურვილი დაშვების სისტემებით, ვიდეოკამერებით და დაცვით;

  • კეთილმოწყობილი ლობი 7.5 მ სიმაღლის ჭერით, მოპირკეთებული ბუნებრივი ქვით და მოწყობილი ავეჯით; საფოსტო და ამანათის შესანახი ყუთები;

  • საერთო სივრცის ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემა;

  • კომპლექსი აღჭურვილია ამერიკული სტანდარტის უსაფრთხოების და სახანძრო სისტემით;

  • სარეზერვო წყლის ავზი მაცხოვრებლებისთვის;

  • დენის გენერატორი საერთო სივრცეებისთვის;

  • 10 ლიფტი.