Eng

ზიონის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები

ZION_Facade_camera-02

როცა საცხოვრებელი კომპლექსის შექმნისას უახლეს სტანდარტს ამკვიდრებ, მნიშვნელოვანია, ეს გააკეთო ისეთ გუნდთან და ადამიანებთან ერთად, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ და სფეროს პროფესიონალები არიან. 

ზიონის მთავარი პარტნიორები არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები ორმოცწლიანი გამოცდილებით დეველოპერულ სფეროში. 

‘’ზიონი კრწანისში საელჩოებთან’ - პროექტის არქტირექტურა შექმნილია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი არქტიტექტურული კომპანია “დეფანის” მიერ. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველთვის გამორჩეულ პროექტებს ქმნის.

პროექტის რკინა-ბეტონის კონსტრუქციას აშენებს სამშენებლო კოპანია GTC Construction, რომელიც არის წამყვანი სამშენებლო კომპანია საქართველოში.

მოწინავე მენეჯმენტ კომპანია CQM-ის გუნდი მონაწილეობს პროექტის საინჟინრო ნაწილის მართვაში, მისი დაპროექტებიდან შესრულებამდე.

კომპლექსი აღჭურვილია შვეიცარიული ბრენდი Schindler-ის 10 ჭკვიანი ლიფტით, რომელიც სპეციალურად ზიონის საცხოვრებელი კომპლექსისთვის შეიქმნა.

ინტერიერის დიზაინი კი ეკუთვნის იტალიელ არქიტექტორსა და ინტერიერის დიზაინერ მატეო ნუნზიატის, რომლის პორტფოლიოც მსოფლიო დონის პროექტებს აერთიანებს. 

პროექტის საწყისი ეტაპიდან ვთანამშრომლობთ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ლანდშაფტის არქიტექტორთან, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა კრწანისის მიკროკლიმატი და შემოგვთავაზა 5 წლიანი დენდროლოგიური პროექტი, რომლის ფარგლებშიც 300-მდე სხვადასხვა სახეობის უნიკალური, საკოლექციო ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების დარგვა იგეგმება.

პირველი ეტაპიდან დავიწყეთ თანამშრომლობა კომპანია არომაკოსთან, რომელიც არის არომა მარკეტინგის ფუძემდებელი ბრენდი საქართველოში.  სწორედ მათთან კოლაბორაციით შევქმენით პროექტისთვის ექსკლუზიური სურნელი. 

პროექტი სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ, რომელთანაც მრავალწლიან პარტნიორობას ვგეგმავთ.

Capital Maintenance-ი კი უზრუნველყოფს საცხოვრებელი კომპლექსის შემდგომ მოვლასა და უსაფრთხოებას. ეს არის ისრაელის წამყვანი კომპანია, რომელსაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ის ისრაელის ბაზარზე TOP-5 კომპანიას შორის პოზიციონირებს. 

ეს მხოლოდ ნაწილია იმ საერთაშორისო და ადგილობრივი წამყვანი კომპანიებისა, რომლებთანაც ‘ზიონი კრწანისში საელჩოებთან’ პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ. 

რაც მთავარია, პარტნიორობის ფარგლებში მივაღწიეთ მიზანს და პროექტში ჩართული არიან მრავალი წლის გამოცდილების და საერთაშორისო სერთიფიკატების მქონე კომპანიები. დავნერგეთ უსაფრთხოების სისტემები და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები. პროექტში გამოყენებულია საერთაშორისო ბრენდების წარმოების უმაღლესი ხარისხის ფასადი, კარ-ფანჯარა, გათბობა-გაგრილებისა და იზოლაციის სისტემები. 

თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმზე მორგებული გარემოს შექმნა უფრო მარტივია, როცა გვერდით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ძლიერი პარტნიორები არიან.