რას მოიცავს კრწანისის 5-წლიანი დენდროლოგიური პროექტი?

თანამედროვე და დაკავებული ადამიანის ერთ-ერთი მთავარი დანაკლისი ბუნებასთან სიახლოვეა.
სახლის შეძენისას მნიშვნელოვანი ფაქტორი სუფთა ჰაერისა და ჯანსაღი გარემოს არსებობაა. სწორედ ეს სურვილი გავითვალისწინეთ და პროექტის გამორჩეულ ღირებულებად ვაქციეთ.
კრწანისი უნიკალური უბანია, რომლის ხეობის გავლითაც ქალაქში სუფთა ჰაერი შემოედინება, შესაბამისად, ლოკაცია ისტორიულად გამოირჩევა თავისი მიკრო კლიმატითა და ხედებით.
პროექტის საწყისი ეტაპიდან ვთანამშრომლობთ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ლანდშაფტის არქიტექტორთან, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა კრწანისის მიკროკლიმატი და შემოგვთავაზა 5 წლიანი დენდროლოგიური პროექტი, რომლის ფარგლებშიც 300-მდე სხვადასხვა სახეობის უნიკალური, საკოლექციო ხეების დარგვა იგეგმება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივი ეკო-სისტემის შენარჩუნების მიზნით,
კომპლექსის დაგეგმარებისას გადავარჩინეთ ლოკაციაზე არსებული 74 ხე-მცენარე.
აღნიშნული დენდროლოგიური გეგმა მოიცავს:
მწვანე სივრცეების არქიტექტურულ დაგეგმარებას
გამწვანებისა და მებაღეობის მომსახურებას
ნარგავების მონიტორინგსა და სეზონურ მოვლას
სარწყავი და სადრენაჟე სისტემების ინტეგრაციას
გადასარგავი ხე-მცენარეები (19 ძირი):
მარადმწვანე კვიპაროსი
ბიოტა
იაპონური კვიდო
აკაკი
ბზა
შესანარჩუნებელი ხე-მცენარეები (74 ძირი):
მარადმწვანე კვიპაროსი
აილანთუსი
იაპონური კვიდო
კაკალი
პალმა
ბოყვი
ჯონჯოლი
ვარდი
ხურმა
თუთა
იასამანი
თხილი
საპროექტო ხეები (97 ძირი):
იტალიური ფიჭვი
ცხენისწაბლი
ჰიმალაის კედარი
მინდვრის ნეკერჩხალი
შაქრის ნეკერჩხალი
უნგრული ცაცხვი
იფანი
რობინია
იაპონური კვიდო
ხეტიტა
წითელი ნეკერჩხალი
კავკასიური სოჭი
“ზიონი კრწანისში საელჩოებთან” ის გამორჩეული პროექტია, სადაც ადამიანისა და ბუნების მჭიდრო კავშირი ქმნის სულ სხვა ცხოვრებას.