რა იგულისხმება ჭკვიან კომპლექსში?

თამედროვე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი სივრცე ფეხს უწყობდეს მის ყოველდღიურ გამოწვევებსა და ცხოვრების რიტმს და თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებდეს.
ჭკვიანი კომპლექსის კონცეფცია სწორედ ამ რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება: აუცილებლად უნდა იყოს პრაქტიკული და ცხოვრების გამარტივებაზე ორიენტირებული.
‘’ზიონი კრწანისში საელჩოებთან’’ პროექტში ყველა კარს აქვს ჭკვიანი საკეტი, რომლის გაღებაც შესაძლებელია: თითის ანაბეჭდით, კოდით, აპლიკაციით. ნებისმიერ შემთხვევაში, მფლობელს ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება შეტყობინება კარის გაღების და ასევე იმის შესახებ - ვინ შევიდა ბინაში.
გარდა ამისა, დომოფონის სისტემა უახლესი QR ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და მისი დასკანერების შემდეგ ავტომატურად იხსნება ბინების სია, აქაც გაქვთ შესაძლებლობა ისარგებლოთ კოდითა და ბარათით.
საერთო სივრცეში, მათ შორის პარკინგზე, სმარტ ბოძწკინტები უზრუნველყოფს დამატებით კონტროლს და დაცვას. ავტომობილების ნომრების ამომცნობი სისტემა ავტორიზებულ მომხმარებელს წვდომას ავტომატურად ანიჭებს
ლიფტი - საცხოვრებელის გამორჩეული ნაწილია, რადგან გადაადგილების ჭკვიან სისტემას იყენებს.
თითოეული სადარბაზო აღჭურვილია შინდლერის ბრენდის ორი ლიფტით, რომლებიც სპეციალურად ზიონის საცხოვრებელი კომპლექსისთვის შეიქმნა. ის ადამიანის გადაადგილებას აღიქვამს და წინასწარ ემზადება მისი მოთხოვნის შესასრულებლად. ამ სისტემის დამსახურებით, არასდროს დაკარგავთ დროს ლიფტის ლოდინში, რადგან თავად ლიფტი დაგელოდებათ.
შვეიცარიული ხარისხით შექმნილი და სპეციალურად ამ პროექტისთვის შემუშავებული კაბინები ზუსტად ეხმიანება კომპლექსის არქიტექტურულ ესთეტიკას და ქმნის გამორჩეულ გარემოს იქ, სადაც ყოველდღიურობას პრემიუმ ხარისხი განსაზღვრავს
ყველა ჭკვიანი სისტემა მართვადია თანამედროვე ინტერფეისით — აპლიკაციიდან, რომელიც მარტივად აერთიანებს ყველა ფუნქციას და მაცხოვრებლებს სრული კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.
ეს არა მარტო ჭკვიანი კომპლექსია — ეს არის ჭკვიანურად მოწყობილი საცხოვრებელი, სადაც ყველა პროცესიც კი ფაქიზად მართვადია. საბოლოო შედეგი კი — მეტი დრო, მეტი უსაფრთხოება და კომფორტია.
სულ სხვა ცხოვრება გელოდებათ იქ, სადაც ტექნოლოგიები და ყოველდღიურობა ერთმანეთთან ჰარმონიაშია.