Eng

ლიმიტირებული შეთავაზება - საჩუქრად მოგზაურობა იაპონიაში

_______-______-______

იმოგზაურეთ იაპონიაში ზიონის ექსკლუზიური შეთავაზების ფარგლებში

თუ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას გეგმავთ და ეძებთ გამორჩეულ საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც თანამედროვე ადამიანის საჭიროებებს ინოვაციური მიდგომებით პასუხობს, მაშინ ეს შეთავაზება სწორედ თქვენთვისაა.

ზიონი გთავაზობთ ბინას კრწანისის ჭკვიან კომპლექსში, სადაც დრო ყველაზე ღირებული რესურსია და საჩუქრად გადმოგცემთ შესაძლებლობას - იმოგზაუროთ მომავალში - ტექნოლოგიური პროგრესის, დისციპლინის, სიბრძნისა და ინოვაციების ქვეყანაში.  

იაპონია ერთდროულად აერთიანებს წარსულსა და მომავალს, ის ტექნოლოგიური განვითარებისა და ღირებულებების ერთგულების სიმბოლოა. ზიონის უკომპრომისო სტანდარტი სწორედ ამ ჰარმონიით იქმნება. პროექტი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს ჭკვიანი ტექნოლოგიების ინოვაციურ ეკოსისტემას ქმნის, თუმცა ამავდროულად შთაგონებულია ძველი თბილისის კულტურითა და არქიტექტურით. 

დაიწყეთ სულ სხვა ცხოვრება კრწანისის უნიკალურ პროექტში 

მიიღეთ დეტალური ინფორმაცია განსაკუთრებული შეთავაზების შესახებ, რომელიც ლიმიტირებული დროით შეზღუდული რაოდენობის ბინებზე მოქმედებს და აღმოაჩინეთ ამომავალი მზის ქვეყანა.