ექსკლუზიური შეთავაზება საოჯახო ტიპის ბინებზე
უნიკალური შესაძლებლობა თქვენი ოჯახისთვის - 30 ნოემბრამდე
შეიძინეთ საოჯახო ტიპის ბინა ზიონის პრემიუმ კომპლექსში და მიიღეთ 100 000 ლარის ღირებულების პარკინგი და სათავასო საჩუქრად.
წარმოგიდგენთ პროექტს ‘’ზიონი კრწანისში საელჩოებთან’’, რომელიც ოჯახებისთვის იდეალურ საცხოვრებელ გარემოს ქმნის და სხვა კომპლექსებისგან მნიშვნელოვანი პარამეტრებით გამოირჩევა.
დავიწყოთ ლოკაციითა და მიკროკლიმატით - კომპლექსი მდებარეობს კრწანისის დიპლომატიურ, დაცულ და გამწვანებულ უბანში, საიდანაც ქალაქში სუფთა ჰაერი შემოედინება.
პროექტში გათვალისწინებულია საბავშვო ზონა და რეკრეაციული სივრცე. კომპლექსის გამორჩეული უპირატესობაა უმანქანო ეზო, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დაცულობასა და სიმშვიდეს, ამასთანავე ტერიტორიაზე არ არის არც ერთი კომერციული ფართი. ეს კი გამორიცხავს უცხო პირთა გადაადგილებას და კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს ქმნის თქვენი შვილებისთვის.
კომპლექსის ინფრასტრუქტურა გათვლილია მხოლოდ მაცხოვრებლებისთვის - ღია და დახურული საცურაო აუზი, სპა და საუნა, სავარჯიშო დარბაზი, ველო და სარბენი ბილიკები წითელი კაუჩუკის ისეთი ზედაპირით, რომელიც არ სრიალებს და უსაფრთხოა.
რაც შეეხება გეგმარებას - საოჯახო ტიპის ბინების უნაკლო გეგმარების შედეგად თქვენი ოჯახის თითოეულ წევრს ექნება როგორც იზოლირებული, ასევე საერთო შეკრებისა და განტვირთვის სხვადასხვა სივრცე. ბინებს აქვს მინიმუმ ორი განსხვავებული ხედი - ქალაქსა და კრწანისის ბუნებრივ ეკოსისტემაზე, სადაც სუფთა ჰაერსა და ბუნებასთან სიახლოვეს ყოველდღიურად იგრძნობთ.
დაგვიკავშირდით და ისარგებლეთ განსაკუთრებული შეთავაზებით, რომელიც 30 ნოემბრამდე შეზღუდული რაოდენობის ბინებზე მოქმედებს.