რას მოიცავს კომპლექსის მოვლა-პატრონობა?

ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა უძრავი ქონებით დაინტერესებული მომხმარებლისთვის ბინის ჩაბარების შემდეგ კომპლექსის მოვლა-პატრონობაა.
ZION-ში თავიდანვე გათვალისწინებულია მომხმარებლის მთავარი გამოწვევა და ინვესტიცია არა მხოლოდ ხარისხში, არამედ სისტემურ სერვისშია ჩადებული - ეს ნიშნავს, რომ საცხოვრებელ კომპლექსზე ზრუნავს 15-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანია Capital Maintenance. უნდა აღინიშნოს, რომ ის ისრაელის ბაზარზე TOP-5 კომპანიას შორის პოზიციონირებს.
Capital Maintenance-ის გუნდი უზრუნველყოფს პროექტში გათვალისწინებული ყველა ინსფრასტრუქტურის მოვლას - იქნება ეს საბავშვო სივრცე, სასეირნო და ველო ბილიკი, თუ აუზი, სავარჯიშო დარბაზი, სპა და საუნა.
ასევე, კომპლექსს ეყოლება კონსიერჟი, რომელიც 24/7 მაცხოვრებლების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე იზრუნებს.
პროექტში წარმოდგენილია სამდონიანი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჭკვიანი პარკინგიც.
როდესაც მობინადრეებს მშვიდ და ჯანსაღ გარემოს ვპირდებით, არ გვავიწყდება, არც ერთი დეტალი, რომელიც ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ქმნის სულ სხვა ცხოვრებას.