რას ნიშნავს დაცული და პრივატული კომპლექსი?

ახალ ბინაში გადასვლისას ყოველთვის გაქვთ მოლოდინი, რომ გარემოს საკუთარ თავზე მოირგებთ და იცხოვრებთ ისე, როგორც წარმოგედგინათ. თუმცა, ხშირად იმედები ცრუვდება - გაწუხებთ ხმაური, რომელიც ფონად გასდევს ყოველდღიურობას.
“ზიონი კწრანსიში საელჩოებთან” დაპროექტებისას, მიზნად დავისახეთ მაცხოვრებლებისთვის მშვიდი, პრივატული და დაცული გარემოს შეგვექმნა.
როგორ უზრუნველვყოფთ ამ სამ პარამეტრს:
კომპლექსში არ არის გათვალისწინებული არც ერთი კომერციული ფართი, რაც ნიშნავს, რომ ტერიტორიაზე ვერ შემოვა უცხო მანქანა და გადაადგილებას ვერც უცხო პირები შეძლებენ. შესაბამისად, ტერიტორია იქნება მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო. თუმცა, კომპლექსთან ახლოს ბევრი მაღაზია, ქსელური სუპერმარკეტი და კვების ობიექტია.
უმანქანო ეზო - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც დაპროექტებისას გავითვალისწინეთ. შესაბამისად, მობინადრეებისთვის სამანქანო გზის ნავიგაცია აწყობილია ისე, რომ კომპლექსს გარე მხრიდან უვლის.
პარკინგს კი, ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, იზოლირებული ჩასასვლელი და ამოსავლელი აქვს.
შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხითა და ველოსოპედით იქნება გადაადგილება შესაძლებელი. რაც ხელს უწყობს დაცული გარემოსა და სიმშვიდის
შენარჩუნებას.
“ზიონი კრწანისში საელჩოებთან” პროექტის ფილოსოფია ეფუძნება თანამედროვე ადამიანებისთვის ისეთდ მნიშვენლოვან კომპონენტებს, როგორიცაა პირადი სივრცის არსებობა და მეზობლებთან ურთიერთობის კულტურა.
კომპლექსი ისეა დაგეგმარებული, რომ მობინადრეების პრივატულობა სრულად დაცულია. აივნები იზოლირებულია ერთმანეთისგან, ხოლო სადარბაზოში ბინის კარები კი განლაგებულია ჭადრაკის პრინციპით.
ვისაც უყვარს ძველი თბილისის მჭიდრო სამეზობლო კულტურა, შეუძლია აირჩიოს ბინა კომპლექსის ისეთ ნაწილში, სადაც სივრცეები უფრო გახსნილია და მეზობლებთან ყოველდღიური, უშუალო ურთიერთობა ბუნებრივად ყალიბდება.
უსაფრთხოებას კომპლექსის სრულ ტერიტორიაზე ისრაელის წამყვანი კომპანია Capital Maintenance უწყვეტი რეჟიმით უზრუნველყოფს, რომელიც მართვადია ჭკვიანი სისტემებით.
“ზიონი კრწანისში საელჩეობთან” მობინადრეებს ექნებათ სულ სხვა დაცული და უსაფრთხო გარემო.