პროექტის მშენებლობის პროგრესი - ზიონი კრწანისში საელჩოებთან
პროექტის მონოლითური კარკასი უკვე დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს არამზიდი კედლების მოწყობა კომპანია „ბედეგის“ ბეტონის ბლოკით, რომელიც გამოირჩევა ზუსტი გეომეტრიითა და გამძლეობით. მშენებლობის ამ ეტაპზე დასრულებულია საცურაო აუზის მონოლითური კარკასის მშენებლობაც, შემდეგ ეტაპზე კი იგეგმება საინჟინრო სამუშაოები, შიდა სივრცეების მოპირკეთება, ბინების პრე-რემონტის კონდიციამდე მიყვანა, ვიტრაჟისა და ფასადის სამუშაოები. პროექტი დასრულდება 2027 წლის ივნისში.